logo
ENG



"შენნაირი კაცის დედაო და შემაფურთხა, მირტყავდა" - მოქალაქე პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

11 იან 202413:08
3 წუთის საკითხავი
 

გორჩი, მოქალაქე სერგო ბიჩინოვი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ბიჩინოვი ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო განყოფილებაში გადაყვანის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბიჩინოვის თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, ხოლო მეორე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 333-ე მუხლით უკვე დაიწყო - მოქალაქე უწყებისგან პოლიციელების დასჯას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ბიჩინოვის აცხადებს, რომ მან თავის არეში 15-მდე დაზიანება მიიღო.

"რომ შემოვიდნენ, ეს ბიჭი ვიცანი - ჩემს მეუღლეზე ცუდ რაღაცებს მელაპარაკება ხოლმე. ახლა მე შენ რომ გელაპარაკები, შენ ცოლს ესა და ეს პიროვნება "უბერავსო" - მიწვევს ანუ. შენნაირი კაცის დედაო და შემაფურთხა. ავდექი და მეც ვაგინე. მერე გამეტებით მირტყავდა", - ამბობს ბიჩინოვი.

პოლიციამ სერგო ბიჩინოვი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. სასამართლო პროცესი თვის ბოლოს გაიმართება.


close დახურვა